პირველი და მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, კურსის მიზანსა და პროექტებით სწავლების დამატებით რესურსებს:
ა) 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები;
ბ) ფაილების შექმნა, გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით პორტფოლიოში;
გ) პორტფოლიოს ჩეკლისტისა და პროექტის გეგმის შაბლონის შექმნა;
დ) პროექტებით სწავლების ძირითადი აქტივობები.
პროექტები საშუალებას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, რაც მოსწავლეებში ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და ზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
განვიხილეთ სასწავლო პროცესების დაგეგმვა, გავეცანით პროექტის მახასიათებლებს ჩეკლისტის სახით და ვიმუშავეთ ბროშურების დამზადებაზე.
გავეცანით კვლევის მიმოხილვის მიმდინარე შეფასებებსა და მიზანმიმართულ დავალებებს .პროექტზე დაფუძნებული სწავლისა, რომელიც არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელი. განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, სასწავლო მიზნები და პორტფოლიოს რუბრიკა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ნათლად გაეცნონ პროექტის მოლოდინებს.
No comments:
Post a Comment