Saturday, September 27, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვისმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციები, ასევე წარვადგინე ჩემი პრეზენტაცია რის შემდეგაც ჩემი  გამზადებული პროექტი ავტვირთე ბლოგზე.
ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი.
მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს შედგენას, შეფასებას, კლასში სასწავლო თემის არჩევასა და პროექტების განხორციელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი პედაგოგისთვის.


მეშვიდე და მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ, თუ როგორ შევქმნათ სსწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქციულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
ასევე წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის დადებითი მხარეები და მოვამზადეთ პრეზენტაციები ჩვენი კოლეგებისთვის.
პროექტი  ''ქართული სამზარეულო"

Friday, September 19, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმსჯელეთ თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს თემებში და ასევე განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოს პროექტებზე დაფუძნებულმა სწავლებამ მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.

ქართული სამზარეულო

Sunday, September 14, 2014

მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია

დავიწყეთ მუშაობა სასწავლო გეგმაზე, სადაც გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს და მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომელიც აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. გავეცანით პროექტის პრეზენტაციის მონახაზის შექმნასა და პრეზენტაციის ძირითადი ელემენტების მომზადებას, ასევე ვიკიზე ატვირთვასა და მოდულის გამეორება– ბლოგის მომზადებას.

Sunday, September 7, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგზე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე და გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს და დავსახეთ სასწავლო მიზნები.

ასევე მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტები და საქაღალდეებში გადმოვწერეთ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, განახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების სიტყვები.

სტანდარტებისა და უნარ–ჩვევების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროექტის მიზნები.

Friday, September 5, 2014

ინტელის ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება''. პირველი და მეორე დღის რეფლექსია

პირველი და მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით  ინტელის ძირითად კურსს, კურსის მიზანსა  და პროექტებით სწავლების დამატებით რესურსებს:

ა) 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები;
ბ) ფაილების შექმნა, გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით პორტფოლიოში;
გ) პორტფოლიოს ჩეკლისტისა და პროექტის გეგმის შაბლონის შექმნა;
დ) პროექტებით სწავლების ძირითადი აქტივობები.

 პროექტები საშუალებას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, რაც მოსწავლეებში ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და ზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში. 

განვიხილეთ სასწავლო პროცესების დაგეგმვა, გავეცანით პროექტის მახასიათებლებს ჩეკლისტის სახით და ვიმუშავეთ ბროშურების დამზადებაზე. 

 გავეცანით  კვლევის მიმოხილვის მიმდინარე შეფასებებსა  და მიზანმიმართულ  დავალებებს .პროექტზე დაფუძნებული  სწავლისა, რომელიც არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელი.   განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, სასწავლო მიზნები და პორტფოლიოს რუბრიკა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ნათლად გაეცნონ პროექტის მოლოდინებს.