გაზაფხული
პროექტის სახელი: ,,გაზაფხული ჩემს მშობლიურ კუთხეში''პროექტის მოკლე აღწერა: გაზაფხულის სურათების აღწერა მშობლიურ კუთხეში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ გაზაფხულს - წელიწადის დროს საკუთარ მშობლიურ კუთხეში, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრძელდებაგაზაფხულის ბუნიობის მომენტიდან (20-21 მარტი) ზაფხულის მზებუდობის მომენტამდე (21-22 ივნისი). ჩვეულებრივ გაზაფხულს უწოდებენ მარტის, აპრილისა და მაისის თვეებს. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა. გაზაფხულზე დღე დიდდება. დათბება. ხეებზე კვირტები ისკვნება. მიწიდან ბალახი ამოდის, იწყება მცენარეთა ზრდის განახლება. ზამთარში თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან და ბუდეებს იკეთებენ და კვერცხებს დებენ. ცხოველები მეწყვილეს ეძებენ და შთამომავლობას ამრავლებენ.
მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა სოფლის წარსულსა და აწმყოს შორის, გაზაფხულთან დაკავშირებული რა ძველი ტრადიციები, ლექსები და სიმღერები შემორჩა მათ მეხსიერებას.
ბავშვები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატის, ბუნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. მოძიებული მასალით შეადგენენ ფოტოალბომს და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომები, ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები.
სარგებელი სხვებისთვის: ბავშვები ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას, კლიმატს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ხალხურ შემოქმედებას. იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები, ფოტოალბომები, რითაც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობას.სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან / სასწავლი ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ბავშვებს გაუღრმავდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიყვარული, დაინტერესდებიან მათი განსხვავებული ტრადიციებითა და ბუნებით. ისწავლიან ინტერნეტ-პროექტების კეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ სანაია
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarsanaia88@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: tamarsanaia